სიახლეები
რუსთავი/პრაღა: ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკასა“ და ქართული სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთის“ მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, რუსთავში, საქართველოს სამრეწველო ცენტრში, ბავშვები აკრძალული ქიმიკატებით დაბინძურებულ სათამაშო მოედნებზე თამაშობენ, ადგილობრივი ოჯახები კი ტოქსიკურ საკვებს მოიხმარენ, რაც მათ პესტიციდებისა და სამრეწველო დამბინძურებლების სახიფათო ზემოქმედების რისკის ქვეშ აყენებს.
ჩეხური NGO არნიკა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში საკანონმდებლო განვითარებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნაზე. გამოყენებულ შემზღუდველ ზომებსა და მათ დევნას, ვინც მხარს უჭერს დემოკრატიულ პრინციპებს და ააშკარავებს დარღვევებს, აღქმულია როგორც თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაზე პირდაპირი თავდასხმა და კრიტიკული ხმების, მათ შორის გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ფიგურების, ჩახშობის მცდელობა.
თბილისი/პრაღა – ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის ქსელში უკვე 11 ქალაქი და 100 აპარატია ჩართული, მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად. მონიტორინგის სისტემა, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს, წარმოადგენს დაბალი დაფარვის მქონე სამთავრობო სისტემის ალტერნატივას, აპარატებით მიღებულ ინფორმაციაზე წვდომა და გარემოს მდგომარეობის შეფასება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მონიტორინგის სისტემა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის“ მიერ არის შექმნილი ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკასთან“ თანამშრომლობით. ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად ნაადრევი სიკვდილიანობის ათასობით შემთხვევას იწვევს მხოლოდ დედაქალაქში, ამასთანავე პრობლემა მასშტაბურ ეკონომიკურ დანაკარგებთანაცაა დაკავშირებული.