ივლისის დასაწყისში საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ შვიდი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის: სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, მედიის განვითარების ფონდის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის, საფარისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამ ორგანიზაციებს მიეცათ მხოლოდ სამი დღე წარმოედგინათ გასულ წელს მათი საქმიანობის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია, მათ შორის ყველა ჩატარებული ღონისძიების დამსწრეთა სია და პირადი ნომრები.
2025 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურამ გაყინა იმ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიში, რომელთა ნაწილიც გამოძიების ქვეშ მოექცა. ეს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების გაუქმების მიმართულებით საშიში განვითარების გამოხატულებაა. ორგანიზაციებს, სათანადო მტკიცებულების გარეშე, საბოტაჟში დაედოთ ბრალი და, ერთ დღეში, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე დარჩნენ. როგორც ევროკავშირმა, ისე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები. ვითარება შესაძლოა კვლავ გაუარესდეს, შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არნიკა მოუწოდებს ჩეხურ და ევროპულ მედიას გააძლიერონ მათი მხრიდან საქართველოში არსებული სიტუაციის გაშუქება. დემოკრატიული სივრცე და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებები სერიოზულ საფრთხეშია. არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოება ინფორმირებული იყოს რიგით ქართველებზე ამ რეპრესიული კანონების გავლენისა და ქვეყნის მომავლის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფოდა.
რა მოხდა საქართველოში?
2025 წლის გაზაფხულზე საქართველოში ახალი შემზღუდველი კანონმდებლობა იქნა მიღებული. მარტში გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება და მაისში მიღებული უცხოური აგენტების შესახებ კანონი აბრკოლებს არასამთავროვო ორგანიზაციების მხრიდან უცხოური დაფინანსების მიღებასა და აწესებს მკაცრ ფინანსურ და კრიმინალურ სანქციებს ორგანიზაციებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების მიმართ. ბევრმა ორგანიზაციამ გააჩერა ან შეწყვიტას საქმიანობა, მათ შორის უმეტესობას ეშინია დაფინანსების მიღების, სხვები კი ცდილობენ საქმიანობისთვის ახალი გზების გამონახვას. რეგულაციები ეხება ყველა ორგანიზაციას, რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებისგან შედგება. NGO-ების ნაწილმა უარი თქვა რეგისტრაციაზე, იმ არგუმენტით, რომ ისინი ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ მუშაობენ და არა უცხოელი აქტორების. შეზღუდვების ამოქმდებამდე, NGO-ების დაფინანსების დაახლოებით 90% ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-დან მოდიოდა. პროექტებისა და მოძრაობების დიდი ნაწილი ახლა კოლაფსის ზღვარზეა.
ახალი კანონების დარღვევისათვის გათვალისწინებულია დრაკონული სანქციები. კერძოდ, ორგანიზაციები, რომლების უარს იტყვიან “უცხოელ აგენტად” რეგისტრაციაზე ან სახელმწიფო ორგანოებს არ წარუდგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას შესაძლოა განმეორებითად დაეკისროთ თვეში 10 000 ლარამდე ჯარიმა (დაახლოებით 78,000 ჩეხური კრონა), მათ ხელმძღვანელებს კი შესაძლოა ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ. გარდა ამისა, სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენის ან/და “უცხოელ აგენტად” აღნიშვნის მოთხოვნის დარღვევებმა შესაძლოა გამოიწვიოს სხვა სახის საქნციები, რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ ორგანიზაციებზე, არამედ მათ კანონიერ წარმომადგენლებზე.
სახელმწიფო ორგანოებს აქვთ ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება მოითხოვონ ნებისმიერ ინფორმაცია “უცხოურ აგენტად” დარეგისტრირებულ ორგანიზაციაზე, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლების შესახებ პერსონალური მონაცემები და ღონისძიებების მონაწილეებისა და ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია.
რატომ აწუხებს ეს არნიკას?
ამგვარი განვითარება პირდაპირ უქმნის საფრთხეს არნიკას საქმიანობასა და ადგილობრივი პარტნიორების პროექტებს. მაგალითად, არნიკამ შექმნა მოქალაქეთა მიერ მართული ჰაერის დაბინძურების 100-ზე მეტი მონიტორინგის სადგურის ქსელი სახელად AirGE. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრანსფორმაციის თანამშრომლობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ეს პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს თერთმეტ ქალაქში ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემებზე მოქალაქეთა წვდომასა და მათი ინფორმაციის მიღებისა და ჯანსაღი გარემოს უფლების აღსრულებას. ეს ზუსტი, წარმატებული და გამჭვირვალე სამოქალაქო ინივიატივა, რომელიც ღირებული ჩეხური ცოდნის გაზიარებას ემსახურება, ახლა, ახალი კანონმდებლობით სტიგმატიზირებულია და არსებობის საფრთხის წინაშე დგას.
"ქყვეყანაში მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სამოქალაქო ინიციატივებსა და დამოუკიდებელ მედიაზე წნეხი უპრეცედენტოა და საფრთხეში აგდებს წლების შრომისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებს," ამბობს არნიკას მედია სპიკერი ლუბოშ პავლოვიჩი.
რამდენადაც უცხოური აგენტების შესახებ კანონი ვრცელდება ორგანიზებულ ღონისძიებებზეც, გართულდა საქართველოში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით სემინარების, საჯარო ლექციებისა და განხილვების ორგანიზება. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეები შეიძლება დაჯარიმდნენ ან მათ წინააღმდეგ დევნა დაიწყოს. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა რეგიონებში, სადაც სამოქალაქო ინიციატივა ნაკლებია, ადამიანები ერთმანეთს კარგად იცნობენ და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების მონიტორინგი მარტივია. გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივები ხშირად ხდება სამიზნე იმის გამო, რომ ისინი პირად ეკონომიკურ ინტერესებთან მოდის კონფქლიქტში.
"რეპრესიებისა და ძალადობის კულტურას კარგად ასახავს სამთო-მოპოვებით რეგიონში-ჭიათურაში არსებული სიტუაცია. ბოლო დროს, 150-ზე მეტმა ოჯახმა დაკარგა სახლი პირდაპირ მათი სოფლების ქვეშ მანგანუმის უკანონო მოპოვების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებას ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანია ახორციელებს, ოჯახებმა, რომელთა სახლებიც განადგურდა, ვერ მიიღეს სამართლიანი კომპენსაცია. სასოწარკვეთილი მაცხოვრებლები პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ, მათ შორის ხანგრძლივ შიმშილობას, პირების ამოკერვით, და მაღაროების შესასვლელების გადაკეტვას. გამოსავლის ძიების ნაცვლად, ხელისუფლებამ სოფლის მაცხოვრებლები დაადანაშაულა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და მათი ლიდერები დააკავა.” განმარტავს პავლოვიჩი.
გარემოსდამცველთა შევიწროების განმეორებით მცდელობებს ჰქონდა ადგილი ქალაქ ფოთში, სადაც მაცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან სატვირთო პორტითა და კონტენინერებისა და ნაყარი მასალების, როგორიცაა მანგანუმის კონცენტრატი და გოგირდი, მსხვილი სატვირთო ობიექტებით. ივნისში, პოლიტიკოსები ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ პირებს მშენებლობის შეჩერების გამო ეკონომიკური ზიანით დაემუქრნენ. პროექტი საფრთხეს შეუქმნის იშვიათ ჰაბიტატს და უნიკალურ გარემოს მდინარე რიონის ხეობაში. გარემოს დაცვა სულ უფრო პოლიტიკური საკითხი ხდება, გარემოსდაცვითი კამპანიების დასჯითა და რეპრესიებით.