ღონისძიების თემა
2025 წლის სექტემბერში გაიმართა კონფერენცია თემაზე – „გარემოს დაცვა საქართველოში მთავრობის შეზღუდვების ფონზე“. ღონისძიებაზე შეიკრიბნენ გარემოსდამცველი აქტივისტები, ექსპერტები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მისი მიზანი იყო საქართველოში გარემოს დაცვის გამოწვევებისა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის საკითხების განხილვა.
კონფერენციაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა შემდეგ საკითხებზე: მთავრობის მიდგომები გარემოსდაცვითი პროტესტების მიმართ, გარემოს დამცველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები და სამოქალაქო ინიციატივების მოქმედების სტრატეგიები რეპრესიების პირობებში. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ქალაქ რუსთავში არსებულ დაბინძურების ძირითად კერებზე და განიხილეს ორჰუსის კონვენციის ჩრდილოვანი ანგარიშის დასკვნები საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ.
ღონისძიება დასრულდა ციფრული უსაფრთხოების თემაზე გამართული ტრენინგით, რომელიც აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ და ჩამოტვირთოთ ღონისძიებაზე წარდგენილი პრეზენტაციები.





