ხელისუფლების მიდგომები გარემოსდაცვითი წინააღმდეგობების მიმართ უგულებელყოფა, დისკრედიტაცია და რეპრესია

საქართველოს უკანასკნელი ათწლეულის სოციალური პროტესტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბუნებრივი გარემოს დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წარმოქმნილ გარემოსდაცვით წინააღმდეგობებს. ბოლო წლებში, ჩვენი საზოგადოება აკვირდება ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ბუნებრივი რესურსების მოპოვების თუ ათვისების, საჯარო, რეკრეაციული თუ კულტურული სივრცეების სამშენებლო თუ სხვადასხვა სახის ჩარევის არეალად გარდაქმნის აჩქარებულ პროცესს. ბუნებრივი და საარსებო გარემოს ინტენსიური და მტაცებლური ათვისების პრაქტიკას, თან სდევდა საპასუხო სოციალური წინააღმდეგობები, რომლებიც ურბანულ თუ რურალურ სივრცეებში წარმოიქმნებოდა და მიზნად ისახავდა ბუნებრივი რესურსების
დატაცების პრაქტიკის შეკავებას და მის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებას. გარემოსდაცვითი წინააღმდეგობები ასევე გულისხმობდა ბრძოლას გარემოსდაცვითი სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის სისტემური ცვლილებებისთვის, რადგან არსებული პოლიტიკა მუდმივად გამორიცხავდა საზოგადოების ჩართვას საარსებო გარემოს თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კერძოს საჯარო ინტერესზე დომინაციის შესაძლებლობას აძლევდა, და არ ითვალისწინებდა მეცნიერულ ცოდნასა თუ ადგილობრივი მოსახლეობის წუხილებს და საჭიროებებს. ეს კვლევა შეეცდება დასვას ეს საკითხი და პასუხი გასცეს კვლევის მთავარ შეკითხვას, თუ როგორ მიემართება სახელმწიფო გარემოსდაცვით საკითხებთან კავშირში წარმოქმნილ იმ სოციალურ უკმაყოფილებებს, რომლებიც გარემოსდაცვით წინააღმდეგობებად ჩამოყალიბდა.

კვლევაზე პასუხისმგებელი პირი: სალომე შუბლაძე
კვლევის ავტორი: ლინა ღვინიანიძე
რედაქტირება: ეკა ქევანიშვილი
ფოტო ყდაზე: Getty Images
დაკაბადონება: თორნიკე ლორთქიფანიძე აკრძალულია აქ მოყვანილი მასალის გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ორგანიზაციის წერილობითი ნებართვის გარეშე.
ციტირების წესი: ციტირების წესი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ლინა ღვინიანიძე, „ხელისუფლების მიდგომები გარემოსდაცვითი წინააღმდეგობების მიმართ – უგულებელყოფა, დისკრედიტაცია და რეპრესია“, 2025.

© სოციალური სამართლიანობის ცენტრი