შენი უფლებაა იცოდე: გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში – გზამკვლევი ეროვნული კანონმდებლობისა და ორჰუსის კონვენციის ჭრილში. - 2025
გზამკვლევის დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და საზოგადოების მონაწილეობის უფლების განხორციელებას, დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ასეთ სტანდარტებს შორისაა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენცია „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ („ორჰუსის კონვენცია“), რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაზე.
ავტორი და რედაქტორი: ვახტანგ ბარამაშვილი
თანაავტორები: მწვანე პოლუსი, ნინი თოიძე, სალომე მდივანი, თამარი სამხარაძე
გზამკვლევი გამოქვეყნებულია ქართულ ენაზე
ქართული კორექტირება: თამარი სამხარაძე
გრაფიკული დიზაინი: მარტინ ვიმრი
გამოქვეყნების თარიღი: 2025
ISBN: 978-80-88508-65-6






