Video
“ქვეყანაში არსებული შვიდი ოფიციალური მონიტორინგის სადგური საკმარისი არ არის“ - ამბობს ქართველი გარემოსდამცველი.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ წარმომადგენელი გიორგი ჯაფარიძე ხელმძღვანელობს კამპანიას „ჩემი ქალაქი მკლავს“, რომლის მიზანიც თბილისსა და სხვა ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა. მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან ძლიერად დაბინძურებული ჰაერი ათიათასობით ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. როგორ შეიძლება ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილებამ ხელი შეუწყოს საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას?
უყურეთ ინტერვიუს.
მარტინ სკალსკი გარემოს დაცვაზე: “ადამიანები უნდა იყვნენ აქტიურები და მოითხოვონ ცვლილებები”
ამ ინტერვიუში, „კავკასიური ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი, ალექსანდერ კაფკა, ესაუბრება ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკას“ თავმჯდომარესა და „მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელს, მარტინ სკალსკის. ისინი განიხილავენ კავკასიის რეგიონში არსებულ აქტუალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, მათ შორის ჰაერის დაბინძურებას თბილისში და ხაზს უსვამენ საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სკალსკი აზიარებს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინირებისას შეიძინა.
სრული ინტერვიუს ნახვა შესაძლებელია ქვემოთ - ინგლისურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით.