ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, ევროპის ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების სამეულშია. საქართველოში „სმოგის“ ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი იღუპება. დაბინძურება აზიანებს ქალაქის ტურისტულ პოტენციალსაც, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. სამრეწველო ქალაქებში დაბინძურების გამომწვევი მიზეზი მოძველებული ელექტროსადგურები და მძიმე მრეწველობაა; სხვა ადგილებში კი - ძირითადად, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები ან მყარი საწვავით გათბობაა.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის  

საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სანდო ინფორმაციის არსებობაა. ამჟამად, სამთავრობო ქსელი მოიცავს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მხოლოდ რამდენიმე თანამედროვე, ავტომატურ სადგურს. ჩეხეთის რესპუბლიკაში კი, რომლის ფართობიც თითქმის საქართველოს ტოლია, დაახლოებით ორასი ასეთი სადგური მოქმედებს. 2023-2024 წლებში „არნიკა“ მხარს უჭერდა „მწვანე პოლუსის“ მიერ ორგანიზებულ „AirGE“-ს - ჰაერის დაბინძურების სამოქალაქო მონიტორინგის ქსელს. მონიტორინგის სადგურების სიმრავლისა და მონაცემების ონლაინ გამოქვეყნების მეშვეობით, ქსელი არსებული დაბინძურების დონის საკმაოდ ნათელ სურათს  იძლევა.  

Interactive map of citizen air pollution monitoring in Georgia